Wednesday, December 14, 2011

გარემოს დაცვა



1. პროექტის სახელწოდება: გარემოს დაცვა
2. პროექტის მთავარი თემა: გარემოს დაცვა ყოველი ადამიანის საზრუნავია. საქართველოში ბევრი რამ კეთდება გარემოს დასაცავად. კონკრეტულად რა გაკეთდა ბოლო წლებში? არის თუ არა პრობლემები?
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ყველა იმ საფრთხეს, რაც შეიძლება ადამიანის არასწორმა მოქმედებამ გამოიწვიოს გარემოს მიმართ. მოსწავლეები მეტად ჩაუღრმავდებიან პრობლემებს და უფრო მეტად იზრუნებენ  გარემოზე.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემო სამყაროზე ზრუნვის უნარ–ჩვევები. გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი. ჯგუფური მუშაობა დაეხმარება მათ თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბებაში. ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში.
5. მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 4–10კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას თემაზე. ახარისხებენ, ასაბუთებენ არგუმენტებით, ათავსებენ ინტერნეტში.მათ მიერ ინტერნეტში წარდგენილი პროექტი გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას.
8. პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, კვლევითი ლაბორატორია, ფოტოაპარატი, სურათები, პლაკატი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია,თუ რა კეთდება საქართველოში გარემოს დასაცავად. ბინძურდება თუ არა მათ ქალაქში მდებარე მდინარეები (მტკვარი,ვერე). 
რა დამსჯელი ღონისძიებები არსებობს გარემოს დაბინძურების გამო საქართველოში.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცხოველთა უფლებების დაცვის მხრივ რა კეთდება საქართველოში.ჩატარდება აქცია , მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და დარგავენ ხეებს. ინფორმაციისა და მასალის მოგროვება. მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.  
10. საგანებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას (მაგ; ქიმია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება.) სხვადასხვა დისციპლინაში  შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებას. პედაგოგებს კი შესაძლებლობა ეძლევათ არჩეული ღონისძიებებით გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე.  
უცხ.ს.VII.20. მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის  პროექტს. 
11. პროექტის ხელმძღნელი (მასწავლებელი): მაია ჯიბღაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: jibghashvilim@gmail.com
 13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://jibghashvilim.blogspot.com/